Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

<< ბათუმში მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა<<

 აჭარამ მეწარმე ქალთა ეროვნულ ბიზნეს-ფორუმს უმასპინძლა. უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიება, ბათუმში მესამედ გაიმართა და მას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, 250-მდე ქალი მეწარმე დაესწრო, რომლებიც ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესს წარმოადგენდნენ. აღნიშნული ფორუმი, ბიზნესში ჩართული ქალბატონებისთვის, კომუნიკაციის ყველაზე დიდი პლატფორმაა საქართველოში, რომლის ფარგლებშიც, მათ საშუალება ეძლევათ გაეცნონ ერთმანეთის გამოცდილებას, დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები და მიიღონ ინფორმაცია ბიზნესში ქალთა ჩართულობის კუთხით არსებული პროგრამების შესახებ.
 თუკი წინა წლებში, ბიზნეს-ფორუმი პანელური დისკუსიების ფორმატში ტარდებოდა, წელს უპირატესობა ტრენინგებს მიენიჭა, რაც თავად მონაწილე ქალბატონების მოთხოვნა იყო. ტრენინგების თემატიკაც მათი საჭიროებებიდან გამომდინარე შეირჩა. დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ტრენინგების მონაწილე ქალბატონებს გაუზიარეს ინფორმაციები იმის შესახებ, როგორ დაბრენდონ პროდუქცია, როგორ გააფართოვონ საკუთარი ბიზნესი და როგორ ითანამშრომლონ ფინანსურ ინსტიტუტებთან. ტრენინგებს უძღვებოდნენ გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ფონდი ,,შპარკასე საქართველო“.
 ღონისძიება, რომელიც სიმბოლურად, ყოველ წელს ქალთა საერთაშორისო დღეს იმართება, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა. 
 ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ: სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე.
 ღონისძიების დასკვნით ნაწილში, წარმატებული ქალი მეწარმეების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემია, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრო ორგანიზაციების ქსელი, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს წარმომადგენლობა. ღონისძიებას საფუძველი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და მერსი ქორფსის ,,კავკასიის ალიანსების პროგრამის” ფასილიტაციით ჩაეყარა.
http://ajaratv.ge/…/ge/39…/metsarme-qalta-erovnuli.html.html
http://ajaratv.ge/…/39296/metsarme-qalta-erovnuli.html.html…
https://www.imedi.ge/…/tsarmatebuli-metsarme-qalebi--metsar…
http://tv25.ge/news.php

სასტუმროს ინდუსტრიის 30-ე და სურსათისა და სასმელების 26-ე საერთაშორისო გამოფენები

 

სასტუმროს ინდუსტრიის 30-ე და სურსათისა და სასმელების 26-ე საერთაშორისო გამოფენები

მიმდინარე წლის 16-19 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში გაიმართა სასტუმროს ინდუსტრიის 30-ე და სურსათისა და სასმელების 26-ე საერთაშორისო გამოფენები. მასში მონაწილეობა მიიღეს აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქალ ბიზნესმენთა და ტურიზმის განვითარების ასოციაციების თავმჯდომარეებმა: მაყვალა კვირიკაძემ და ჯემალ გოგიტიძემ, ასევე ამავე ასოციაციების წევრებმა.
გამოფენების მიზანი იყო: მეწარმეებს შორის ბიზნეს ურთიერთობების დამყარება და მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიების გაცნობა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: სასტუმროები, უნივერსიტეტები, ქარხნები, სამრეწველო და სამრეცხაო მოწყობილობები, ავეჯი, საწოლი და დეკორაციები, სამზარეულოს და აბაზანის მასალები, აღჭურვილობა, უსაფრთხოების და ავტომატიზაციის, კონდიცირების სისტემები.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო: მარცვლეული, სანელებლები, ზეთები, ხორცის პროდუქტები, რძის პროდუქტები, საკონდიტრო ნაწარმი, ზღვის პროდუქტები, სასმელები, ჩაის აპარატურები, წყლის ჩამოსხმის ტექნოლოგიები, გაყინული საკვები, სოფლის მეურნეობის პროდუქტების აპარატურები, სურსათის ლაბორატორიები, ჰიგიენა, მშრალი საკვები, კონსერვირებული პროდუქტების შეფუთვა.

>>> საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: "ბათუმის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა და ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები" <<<,

19 დეკემბერს, სასტუმრო „რედისონში“, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული ქალ ბიზნესმენთა ასოციაციამ, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის პროექტის „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის“ ფარგლებში, ორგანიზება გაუწია საინფორმაციო შეხვედრას მეწარმეებთან თემაზე: "ბათუმის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა და ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები". ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა შემდეგი საკითხები:
1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა - 2018-2020 წლები“. მომხსენებელი: ბათუმის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის უფროსი - ეთერ ლომაძე; 
2. “DCFTA შეთანხმება, ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა და საინფორმაციო ცენტრის ფუნქციები“. მომხსენებელი: DCFTA საინფორმაციო ცენტრის ექსპერტი - ეკატერინე თარგამაძე;
3. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები" - მომხსენებელი: აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძე;
თითოეული წარმოდგენილი თემის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხები და დისკუსიები.

შეხვედრას ესწრებოდნენ: მეწარმეები, ასსპა-ს თავმჯდომარე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში, აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრები, 
აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ასოციაციების წარმომადგენლები,მერიისა და საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს წევრები.
http://tv25.ge/news.php
http://ajaratv.ge/…/batumis-adgilobrivi-ekonomikuri.html.ht…

2018 წლის 12 ოქტომბერს აჭაროს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია თურქეთის ქალ ბიზნესმენთა 30 კაციან დელეგაციას მასპინძლობდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავჯდომარე თამაზ შავაძე, ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავჯდომარე მაყვალა კვირიკაძე და ასოციაციის წევრი ქალბატონები. მხარეებმა ერთმანეთს შესაბამისი ინფორმაცია და გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიების მიზანი ქალ ბიზნესმენებს შორის ურთიერობის დამყარება და ბიზნესის განვითარებაა.

" მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც 2016 წლის 26 ოქტომბერს, ქალაქ ერევანში მიმდინარე მაღალი დონის კონფერენციის დროს დაიწყო და მიმართულია აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნებში მოქმედ ადგილობრივ ხელისუფლებებზე: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

"მერები ეკონომიკური ზრდისთვის" მთავარ მისიას მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს. მისი მიზანია მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად შეუწყონხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რის მიღწევასაც საკუთარი შესაძლებლობების გაფართოებისა და ტექნიკური უნარების განვითარებით და კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებასთანთანამშრომლობის მეშვეობით შეძლებენ.

აღნიშნულ ინიციატივას ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი 2018 წლის იანვარში მიუერთდა. ინიციატივის ფარგლებში მომზადებულია ქ. ბათუმის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის (2018-2020) სამუშაო ვერსია. განხილვაში აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრები და ასოციასიის თავჯდომარე მაყვალ კვირიკაძე მონაწილეობდა

«StartPrev12345678910NextEnd»
Page 2 of 18
Скачать бесплатно темы Joomla. Плагины Joomla на joomlaru.com _j18__