Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

2016 წლის 27 ნოემბერს აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრები, ასოციაციის თავმჯდომარის - მაყვალა კვირიკაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის, ართვინის პროვინციის ქალაქ არჰავის ქალ-ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენს ქალაქ არჰავის მერი და გუბერნატორი. ქართულ დელეგაციას თან ახლდნენ თურქეთის საკონსულოს სავაჭრო ატაშე ქალაქ ბათუმში - მიქაელ დეველიოღლუ და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე - ასლან ლორთქიფანიძე. 
შეხვედრის მიზანი იყო ორი ქვეყნის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციების დამეგობრება. მორიგ შეხვედრაზე კი, რომელიც 2017 წლის დასაწყისში ქალაქ ბათუმში შედგება ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს სასტუმრო "ლეოგრანდში" თურქეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ბატონმა იასინ თემიზქანმა და ქალბატონმა დოქ თემიზქანმა უმასპინძლეს "თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 93-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ". ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე - ზურაბ პატარაძე, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ავთანდილ ბერიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების სხვა წარმომადგენლები, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე - თამაზ შავაძე და პალატის მმართველთა საბჭოს წევრები, აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე - მაყვალა კვირიკაძე, ასევე ესწრებოდნენ ქართველი და თურქი ბიზნესმენები, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები.

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციას სტუმრობდა თურქეთის რესპუბლიკის სავაჭრო -სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ათიფ ქესიმალი და ართვინის ვილაეთის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლები ნურჰაიათ ზაიმის ხელმძღვანელობით. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და შედგა სასტუმრო „ლეოგრანდის“ საკონფერენციო დარბაზში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: აჭარის სავაჭრო- სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე, პალატის აღმასრულებელი დირექტორი ედნარ ბოლქვაძე, აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე მაყვალა კვირიკაძე და ასოციაციის წევრები, აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული „ქალთა ოთახის“ კოორდინატორი ნათია სურმანიძე და ჟურნალისტები. სამომავლოდ იგეგმება ქალ ბიზნესმენთა ასოციასიებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

20 ოქტომბერს ბათუმის "ქალთა ოთახში" მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ქალ-ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე მაყვალა კვირიკაძე, აჭარის მუნიციპალიტეტების ქალთა ოთახების კოორდინატორები და სამუშაო ჯგუფის სხვა წევრები.
შეხვედრის მთავარი თემა იყო აჭარის ქალ-ბიზნესმენთა ასოციაციისა და ქალთა ოთახების ინიციატივით ქალ-ბიზნემენთა ფორუმის ჩატარება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით.

3 ოქტომბერს აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და სსიპ "საინფორმაციო ცენტრ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასა და ცნობადობის ამაღლებას.
საინფორმაციო ცენტრ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ წარმოადგენდა ცენტრის დირექტორი ქეთევან ჩაჩავა, რომელმაც გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ "აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციაციის" თავმჯდომარე ქალბატონ მაყვალა კვირიკაძესთან.

«StartPrev567891011121314NextEnd»
Page 10 of 18
Скачать бесплатно темы Joomla. Плагины Joomla на joomlaru.com _j18__