Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

31 იანვარს ბათუმში, სასტუმრო შერატონში “აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციამ” აჭარისა სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად გამართა მეწარმე ქალთა პირველ ბიზნეს ფორუმი. მასში ასამდე მეწარმე ქალმა მიიღო მონაწილეობა. ფორუმს ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი, რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციები.
ბიზნეს ფორუმის მიზანია: ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება ქვეყნის ეკონომიკაში, კერძოდ კი, მცირე და საშუალო ბიზნესში, მათი ჩართულობის გაზრდით, საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებით და ახალი ბიზნეს კონტაქტების შეძენით; 
ფორუმის თანაორგანიზატორები და მხარდამჭერები ასევე იყვნენ რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობები და მათი ახალი მუნიციპალური სერვისები - „ქალთა ოთახი“.

 „აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციამ“ მუნიციპალურ ,,ქალთა ოთახებთან’’ პარტნიორობით უკვე დაიწყო მუშაობა სოფლად მცხოვრები ქალების მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართვაზე. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახების’’ კოორდინატორებს ჩაუტარდათ ბიზნეს გეგმისა და ბიზნეს პროექტის წერის ტრენინგები, რამაც შემდგომში განაპირობა მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური აქტიურობა.
ფორუმი ხელს შეუწყობს ბიზნესში ჩართული ქალების ცნობიერების ამაღლებას ბიზნესის რეგულაციებზე და ქალთა როლზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში; მათ გაუჩნდებათ სტიმული და მოტივაცია გაიჩინონ ახალი ბიზნეს პარტნიორები და განახორციელონ ახალი ბიზნეს იდეები. 
მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“-ს მიერ იმპლემენტირებული „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ფასილიტაციით ჩატარდა.
 

31 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო შერატონში აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციააჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად მართავს "მეწარმე ქალთა პირველ ბიზნეს ფორუმს აჭარაში". მასში ოთხმოცამდე მეწარმე ქალი მიიღებს მონაწილეობას. ასევე მოწვეულნი არიან ადგილობრივი, რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციები.

ბიზნეს ფორუმის მიზანია: ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება ქვეყნის ეკონომიკაში, კერძოდ კი, მცირე და საშუალო ბიზნესში, მათი ჩართულობის გაზრდით, საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებით დაახალი ბიზნეს კონტაქტების შეძენით;

ფორუმის თანაორგანიზატორები და მხარდამჭერები ასევე არიან რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობები და მათი ახალი მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“. „აჭარის ქალბიზნესმენთა ასოციაციამ“ მუნიციპალურ ,,ქალთა ოთახებთან’’ პარტნიორობით უკვე დაიწყო მუშაობა სოფლად მცხოვრები ქალების მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართვაზე.

ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმი ხელს შეუწყობს ბიზნესში ჩართული ქალების ცნობიერების ამაღლებას ბიზნესის რეგულაციებზე და ქალთა როლზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში; მათ გაუჩნდებათ სტიმული და მოტივაცია გაიჩინონ ახალი ბიზნეს პარტნიორები და განახორციელონ ახალი ბიზნეს იდეები.

მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“-ს მიერ იმპლემენტირებული„მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ფასილიტაციით ჩატარდება.

 P.S დასწრება შეზღუდულია

გილოცავთნათლისღებისბრწყინვალედღესასწაულს!
მრავალსდაესწარით!
ნათლისღებადღესქრისტემოინათლა...დამასზეგადმოვიდასულიწმიდა, ვითარცამტრედი...
გვფარავდესყველასსულიწმიდისმადლი!!!
მტრედიმშვიდობისსიმბოლოა..
მშვიდობაყოფილიყოსყველაქართველისგულში...ყველასგულში!
მშვიდობაყოფილიყოსსაქართველოშიდაყველგან!!
ღვთისნათელმაშეგვმოსოსმთელისაქართველო...
დაყველგანღვთისნათელიყოფილიყოს!

აჭარის  ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია გილოცავთ შობა-ახალ წელს!
გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ბარაქას ოჯახებში, სითბოს და სიყვარულს! იღბლიანი, წარმატებული, ბედნიერების და მშვიდობის მომტანი ყოფილიყოს ახალი 2017 წელი თქვენთვის და სრულიად საქართველოსთვის!

2016 წლის 9 დეკემბერს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული „ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის“, „ქალთა ოთახის“ და საიფორმაციო ცენტრ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით ჩატარდა აქცია „ფორთოხლისფერი მსოფლიო“- დევიზით: „ არა ძალადობას ქალთა და გოგონათა მიმართ“. 
აქციის მიზანი იყო საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და ძალადობრივი ქმედებების დაუშვებლობაზე ოჯახში. 
აქციაზე წარმოდგენილი იქნა თემატური ვიდეორგოლი. ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია კითხვა- პასუხის რეჟიმში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის იურისტ-კონსულტანტსა და მოწვეულ სტუდენტებს შორის. აქციის მონაწილეებს სამახსოვროდ გადაეცათ ნარინჯისფერი ყელსახვევები და სხვა სამახსოვრო ნივთები. ტრადიციულად აქციის მონაწილეებმა ხელის პრინტები დაგვიტოვეს სამახსოვროდ.

«StartPrev45678910111213NextEnd»
Page 9 of 18
Скачать бесплатно темы Joomla. Плагины Joomla на joomlaru.com _j18__