Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მფარველობა არ მოაკლოს თითოეულ ადამიანს, შეგვეწიოს და მეოხ-გყოს უფლის წინაშე, სულიერად გაგვაძლიეროს და რწმენაში განგვამტკიცოს.

27 მარტს, "აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის" თავმჯდომარე მაყვალა კვირიკაძე ბათუმის "ქალთა ოთახის" წარმომადგენლებთან ერთად აჭარის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ეწვია და ბენეფიციარების მიერ დამზადებული ტკბილეული შეიძინა. 
ლამაზ ყუთებში მოთავსებული აჭარული "ჰალვითა" და "შექერლამით" კი "წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანის" მკვიდრები გაახარეს. ერთის მხრივ ქალბატონმა მაყვალამ თავისი ქველმოქმედებით საავადმყოფოს ბენეფიციარების გული მოიგო, მეორე მხრივ კი სათნოების სახლის მოხუცებულებს გაულამაზა ერთი დღე.

დაუნის სინდრომით ყოველი 800 დან ერთი ბავშვი იბადება.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.

დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.

დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.

დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად- დაუნი არის მეცნიერის გვარი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.

ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია გილოცავთ 8 მარტს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ულევ სიხარულს, სიყვარულს და სილამაზეს!

3 მარტი, დედის დღე, გაზაფხულის პირველი დღესასწაული, უკვე ოც წელზე მეტია აღინიშნება და კარგ ტრადიციად იქცა. ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია გილოცავთ ამ ლამაზ დღეს ყველა დედას. მთელი ჩვენი ისტორია საქართველოს ქალების, დედების სათნოების, გმირობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითია და ასეა დღესაც. ყველა დედას ვუსურვებთმშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, გახარებას და რაც ყველაზე მთავარია, სამშობლოსთვის განათლებული და საამაყო შვილების აღზრდას. შვილებს კი ვუსურვებ, მუდამ ჰქონდეთ უნარი, სითბო და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს.

«StartPrev3456789101112NextEnd»
Page 8 of 18
Скачать бесплатно темы Joomla. Плагины Joomla на joomlaru.com _j18__