Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

დღეს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე გიორგის ხსენებას, წმინდანის აღსრულების დღეს აღნიშნავს. საუკუნეების განმავლობაში ქართველი ერის ცნობიერებაში წმინდა გიორგი სიმართლის, ბოროტებასა და ცოდვაზე უფლის ბრწყინვალე გამარჯვების სიმბოლოდ დამკვიდრდა და ქართველი კაცის სანუკვარი იდეალების გამოხატულებად იქცა. არც ერთ ქვეყანაში არ აღნიშნავენ გიორგობას ასე მრავლად. გილოცავთ ამ ლამაზ დღესასწაულს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და სულის სიმშვიდეს.წმინდა გიორგი ყოფილიყოს საქართველოსა და თითოეული ქართველის მფარველი.

დღეს, ბათუმის "ქალთა ოთახში" ა(ა)იპ “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვ-ის” ,
ა(ა)იპ „აჭარის ქალ-ბიზნესმენთა ასოციაციისა“
და „ღია სივრცე - ბათუმის ქალთა ოთახს“ შორის სამხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდმს მოეწერა ხელი.
>> მემორანდუმის მიზანია მხარეთა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა, რაც გულისხმობს „აჭარის ქალ-ბიზნესმენთა ასოციაცია“, და „ღია სივრცე ბათუმის ქალთა ოთახი“ ა(ა)იპ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის ორგანიზაციასთან გაცვლის ინფორმაციებს ახალგაზრა საზოგადოებაზე ორიენტირებულ გეგმებსა და საქმოიანობაზე.
1.ურთიერთ დახმარებასა და თანამშრომლობას, ახალგაზრდული პროექტებისა და ღონისძიებების ორგანიზებაში.
2. მხარდაჭერას სახელმწიფო სტრუქტურებთან, ახალგაზრდა ადამიანების გადაუდებელი პრობლემების გადაჭრის მიზნით.
3. ხელშეწყობას, ა(ა)იპ „ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“ რეგიონალურ წარმომადგენლობას შესაძლებლობა მიეცეს სამუშაო შეხვედრები გამართოს ღია სივრცე ქალთა ოთახში

აჭარის ფსიქიატრიული საავადმყოფოს შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შენობა ახალი მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღიჭურვა. მოეწყო პაციენტთათვის მოსასვენებელი ოთხები და ქალთა და მამაკაცთა განყოფილებაში თანამედროვე ტიპის საიზოლაციო პალატები. ბენეფიციარების სურვილით დაწესებულებაში ბიბლიოთეკამ დაიწყო ფყუნქციონირება.
აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციამ, ქალბატონ მაყვალა კვირიკაძის ხელმძღვანელობით, თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა ამ საქმეში და ახალი ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა.

გილოცავთ ზეიმთა ზეიმს, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას!

ბზობას გილოცავთ, მეგობრებო. უფლის წყალობა არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს!!!

«StartPrev234567891011NextEnd»
Page 7 of 18
Скачать бесплатно темы Joomla. Плагины Joomla на joomlaru.com _j18__