Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობა აჭარაში ქალთა ოთახებს სტუმრობდნენ. ერთ-ერთი შეხვედრა აჭარის სავაჭრო პალატის ქალთა ოთახში გაიმართა. შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. დონორები დაინტერესდნენ ქალთა ოთახებისა და საბჭოს თანამშრომლობით და იმ მიზნებით, რასაც თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებდა. ნინო ჩხეტიამ ქალთა ოთახების პროექტი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის ერთადერთი საშუალება მუნიციპალიტეტების დონეზე, სადაც შეიძლება თავისუფალ სივრცეში შეხვდე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, გაიგო მათი საჭიროებები და დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ.
დონორი ორგნიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქალთა ოთახების მდგრადობას და ფუნქციონირებას და მადლობა გადაუხადეს საბჭოს ამისთვის.
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით აჭარის რეგიონში ქალთა ოთახების ფასილიტაცია კავკასიის ალიანსების პროგრამამ სამი წლის წინ დაიწყო და დღემდე აგრძელებს. პროგრამას საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფსი ანხორციელებს.
ქალთა ოთახების მთავარ მიზანს მოსახლეობის ინფორმირება, მათი ჩართულობა სხვადასხვა სოციალურ პროგრამებსა და მათი საჭიროებების ლობირება წარმოადგენს სხვადასხვა სახელმწიფო, კერძო თუ არასამთავრობო სექტორების დონეზე.

ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! სრულიად საქართველოს ბავშვებს ვუსურვებთ ფერად ბავშვობას და ნათელ მომავალს!

გილოცავთ ბრწყინვალე ამაღლებას უფლისა!

24 მაისს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა შეხვედრა ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის ფერმერებთან საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის პროფესიული კავშირის, ფერმერ ქალთა ასოციაციის და პალატასთან არსებული „ქალთა ოთახი“-ს ორგანიზებით.
ასოციაციის განსაკუთრებული ინტერესი ფერმერულ მეურნეობებში ქალების ჩართვა და მათი გაძლიერებაა. 
შეხვედრის დროს მოხდა პროფკავშირის ცნობადობის ამაღლება, ფერმერების საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირება რეგიონის რეალობიდან გამომდინარე, მათი ინფორმირება მათი უფლებების, ნორმატიული აქტების თაობაზე, ფერმერების სამოქალაქო გააქტიურება და რაც ხელს შეუწყობს მათ ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ იმ ფერმერ ქალბატონს, რომელსაც უეკლო მაყვლის მეურნეობისგან მიღებული მოსავალი უკვე ევროპის ბაზარზე გააქვს.

«StartPrev12345678910NextEnd»
Page 6 of 18
Скачать бесплатно темы Joomla. Плагины Joomla на joomlaru.com _j18__