Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

ძვირფასო მეგობრებო!
აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია გილოცავთ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, ბარაქას, სითბოს და სიყვარულს!

2017 წლის 6 დეკემბერს ბათუმში, სასტუმრო ''შერატონში'' გაიმართა მეწარმე ქალთა შეხვედრა _''ქალები ბიზნესში-მეტი შესაძლებლობები''. შეხვედრას გამართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (ევრობანკი) მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან, საქმიან ქალთა გაერთიანებასა და აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციასთან თანამშრომლობით. ღონისძიებას დაესწრო 150-მდე მეწარმე ქალი აჭარიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან და გურიიდან.

ღონისძიებაზე "ქალები ბიზნესში - მეტი შესაძლებლობები" აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციასა და საქმიან ქალთა გაერთიანებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეხვედრა ახალგაზრდებთან
>>> ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელის მაია ქათამაძის ორგანიზებით ამერიკის საელჩოს პროექტის ფარგლებში ბათუმის "ქალთა ოთახი" და აჭარის ქალ-ბიზნესმენთა ასოციაცია ცენტრის ლიდერ გოგონებს მასპინძლობდა.შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. ბიზნესის წარმოების შესახებ ახალგაზრდების შეკითხვებს აჭარის ქალ-ბიზნესმენთა ასოციაციის თავჯდომარე ქალბატონი მაყვალა კვირიკაძე პასუხობდა. შეხვედრის მიზანი ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლება და წარმატებული ბიზნეს მაგალითების გაზიარება იყო.

აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს! მისი მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს ! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.აგარიდოთ ყოველი განსაცდელი უფალმა, ამინ!

 

«StartPrev12345678910NextEnd»
Page 5 of 18
Скачать бесплатно темы Joomla. Плагины Joomla на joomlaru.com _j18__