Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

8 მარტს ბათუმში მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ფორუმის მონაწილე ქალბატონებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

რეგიონის ხელმძღვანელმა კმაყოფილება გამოხატა მეწარმე ქალთა ეროვნული ფორუმის ბათუმში ჩატარების და მასში მაღალმთიანი აჭარიდან ქალთა განსაკუთრებული ჩართულობის გამო. „როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ამაყი ვარ, რომ დღეს აქ, საქართველოს ყველა კუთხიდანაა წარმოადგენილი ქალი მეწარმეები, მათ შორის, განსაკუთრებული სიმრავლით კი სწორედ ჩემი მაღალმთიანი აჭარა გამოირჩევა. მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, ინოვაციების, სტარტაპების ხელშეწყობა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი  პრიორიტეტია. სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურები არიან ქალბატონები, რომელთა როლი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის კეთილდღეობის საქმეში“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ბათუმში ქალი მეწარმეების წარმატებებისა და გამოწვევების განსახილველად, ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად, საბაზრო მოთხოვნასთან შესაბამისი დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის მისაღებად და კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად 220 ქალი მეწარმე შეიკრიბა საქართველოს ყველა რეგიონიდან;

ფორუმის მთავარი თემაა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და არსებული გამოცდილების გაზიარება.

ფორუმის მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ქალთა წარმატებული ბიზნეს მაგალითები საქართველოდან და გაიგონ მათი წარმატების საიდუმლო, გაეცნონ ქალებისათვის არსებულ საგრანტო და დაბალპროცენტიან საშეღავათო პროგრამებს, გაიგონ უფრო მეტი ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობებზე.

კერძო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ შეთავაზებებს საინფორმაციო კუთხეებთან წარადგენენ. ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიები დამსწრეებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის უშუალო ბიზნესკონტაქტების დამყარების მიზნით.

საქართველოში ქალთა მეწარმეობის განვითარებას 15 სახელმწიფოს კერძო და სამოქალაქო ორგანიზაცია უწყობს ხელს.

ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა (GCCI), აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (ACCI), „აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია“ (ABWA) და აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

 

ძვირფასო ქალებო,გილოცავთ ამ დღეს!გისურვებთ ქალურ ბედნიერებას,წარმატებულ კარიერას და კარგ ჯანმრთელობას!

გისურვებთ ყველაფერ იმას,რაც აბსოლუტურად ყველა ქალს უნდა:

საყვარელი ადამიანს

მყარ ოჯახს

კარგ შვილებს

ნორმალურ შემოსავალს

თვითრელიზებსა

კარიერულ წარმატებას

კარგ მეგობრებს

და კიდევ უამრავი წვრილმანს,რაც ჩვენი ყოველდღიურ ცხოვრების შემადგენელია.

ძვირფასო დედებო! ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია გილოცავთ დედის დღეს! გისურვებთ ბედნიერებასა და ულევ სიხარულს!

მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნესფორუმი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა (GCCI), აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა  (ACCI) და „აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია“ (ABWA)  2018 წლის 8 მარტს, ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიაში“მეწარმე ქალთა ეროვნულ ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს. 

ქალები ეძებენ ახალ შესაძლებლობებს.

ქალები ღებულობენ გამოწვევებს.

ქალები იკრიბებიან, რათა აჩვენონ თავიანთი წარმატება და იმსჯელონ გამოწვევებზე. 

300 მონაწილე - 180 ქალი მეწარმე საქართველოს ყველა რეგიონიდან; 15 სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო ორგანიზაცია, რომლებიც საქართველოში ქალთა მეწარმეობის განვითარებას უწყობენ ხელს; ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - შეიკრიბებიან ბათუმში ქალი მეწარმეების წარმატებებისა და გამოწვევების განსახილველად, ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად, საბაზრო მოთხოვნასთან  შესაბამისი დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის მისაღებად და კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად. 

 8 მარტს ბათუმში მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს ფორუმი • National Women Business Forum გაიმართება, რომლის ფარგლებშიც 8 თებერვალს თბილისში სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 180 მეწარმე ქალი საქართველოს ყველა რეგიონიდან. ასევე, მომხსენებლები იქნებიან საჯარო, კერძო და სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა მეწარმეობის განვითარებას. ბიზნესფორუმების მიზანია, საქართველოში სამეწარმეო შესაძლებლობებზე თანასწორი ხელმისაწვდომობის გაზრდა.

«StartPrev12345678910NextEnd»
Page 4 of 18
Скачать бесплатно темы Joomla. Плагины Joomla на joomlaru.com _j18__