Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

„გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი” საქართველოში მეორედ ჩატარდა. მისი მიზანია, სათანადოდ წარმოაჩინოს ბიზნესის შესაძლებლობები საქართველოში, ასევე, ხელი შეუწყოს ნეთვორქინგისა და პარტნიორული ურთიერთობების ზრდასა და განვითარებას. ღონისძიება 5-6 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო “ბილტმორში” გაიმართა და 17 ქვეყნის 300-ზე მეტ დელეგატი გააერთიანა ფორუმის მთავარი თემის გარშემო: “ბიზნეს მდგრადობა – 21-ე საუკუნის მთავარი ბიზნესღირებულება”. ღონისძიება მოიცავდა როგორც სასემინარო, ისე B2B ფორმატს, რაც კონტაქტებისა და პოტენციური პარტნიორების შეძენის საშუალებას აძლევდა მონაწილეებს. “გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმის” ორგანიზატორი იყო საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის დამფუძნებელი, საქმიან ქალთა გაერთიანებისა და BPW International Club Tbilisi-ის პრეზიდენტი ეკატერინე მაისურაძე. ფორუმში  აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავჯდომარე მაყვალა კვირიკაძე და აჭარის  სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები: თამაზ თურმანიძე  და ნათია სურმანიძე მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ექსწრებოდნენ: ნიგერიის დეფოფალი ზაინაბ ოტიტი ობანორი და ქუვეიტის პრინცესა შეიხა ჰესა საად აბდულა ალ-საბაჰი.

ქალ ბიზნესმენთა ასოციაციასთან არსებულ „ქალთა ოთახში“ სახელმწიფო პროგრამის „მიკრო და მცირე ბიზნესის ხეშეწყობის“ ფარგლებში, პირველეტაპგადალახული და გასული წლების ბენეფიციარებისათვის ბიზნეს გეგმების შედგენაში კონსულტირება მიმდინარეობს. „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის“ კომპონენტზე 24 სექტემბრიდან დაიწყო და 5 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება ბიზნესგეგმების მიღება, რომელზეც როგორც მეორე ეტაპზე გადასულ, ასევე, არსებულ ბენეფიციარებს შეუძლიათ დარეგისტრირება.

„კორპორაციული მდგრადობა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ბიზნეს სექტორში“

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“-სა და აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით სასტუმრო „ჰილტონი“-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა თემაზე : „ კორპორაციული მდგრადობა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ბიზნეს სექტორში “ . 
შეხვედრის მიზანი იყო ბიზნეს სექტორში ქალთა გაძლიერების და კორპორაციული მდგრადობის სტანდარტებისა და პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დამსწრე კომპანიებისათვის და დაინტერესებულ ბიზნესთან აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის დაწყება. აღნიშნული ინტერესის შემთხვევაში ბიზნეს შესაძლებლობა ექნება „სიდა“-სგან მიიღოს ტექნიკური მხარდაჭერა ასოცირების შეთანხმებითა და სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტებით გათვალისწინებული კორპორაციული სტანდარტების დანერგვისთვის და შეუერთდეს საქართველოში ლიდერ კომპანიათა რიგებს.
ასსპა-ს თავმჯდომარემ თამაზ შავაძემ და ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ ასლან ლორთქიფანიძემ ღონისძიებაში მონაწილე ქალბატონებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით პალატის მიერ გაწეული და მომავალში განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
შეხვედრა გაიმართა „სიდა“-ს პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიებას აჭარის რეგიონის 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი ქალი ესწრებოდა.

ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ საერთაშორისო პროექტის „აჭარის რეგიონში ქალთა და ბავშვთა უფლებების დასაცავად“ ფარგლებში, ქართულ-ესტონური მხარეების დაახლოების და გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამუშაო ვიზიტით მასპინძლობს ესტონეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო რესურს ცენტრის“ (ENUT) წარმომადგენლებს. აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში პროექტის მონაწილეები ასსპა-სთან არსებულ ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდნენ და ბიზნესში მათ გამოცდილებებს გაეცნენ. სტუმრებმა ასსპა-სთან არსებული „ქალთა ოთახი“ დაათვალიერეს და მის მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

ბათუმში მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა 


ქალაქ ბათუმში მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის და აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით შედგა. 
ფორუმს 300 მონაწილე ჰყავდა. მათ შორის, 180 მეწარმე ქალი საქართველოს ყველა რეგიონიდან და სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ქალთა მეწარმეობის განვითარებას უწყობენ ხელს. ღონისძიებაზე მეწარმე ქალბატონებს საშუალება ჰქონდათ დაემყარებინათ ახალი საქმიანი ურთიერთობები და მიეღოთ ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ. ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს წარმატებული მაგალითები და გამოწვევები. 
ბიზნეს-ფორუმის ერთობლივი ორგანიზების თაობაზე, 2018 წლის 8 თებერვალს, 8 სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა. ფორუმის ფასილიტატორი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული და მერსი ქორფსის მიერ იმპლემენტირებული „კავკასიის ალიანსების პროგრამა“ (ALCP) იყო, ღონისძიების თანაორგანიზატორები და მხარდამჭერები იყვნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (MOFEA), ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“, აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია (ABWA), ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს წარმომადგენლობა (CCRG) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).
ბიზნეს-ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გახსნა. ასევე, მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ: თამაზ შავაძე - აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი; ზურაბ პატარაძე - აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე; ირაკლი ლექვინაძე - საქართველოს ბიზნესომბუდსმენი. ფორუმის ფარგლებში გაიმართა იმ სახელმწიფო სერვისების პრეზენტაციებიც, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ემსახურება. ასევე, კერძო, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო კუთხეებში წარმოდგენილი იყო ფინანსურ შესაძლებლობები და სერვისები ქალი მეწარმეებისთვის. 
მსგავსი ბიზნესფორუმების მიზანია საქართველოში სამეწარმეო შესაძლებლობებზე თანასწორი ხელმისაწვდომობის გაზრდა; ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ბიზნესის კეთების საუკეთესო პრაქტიკული მაგალითების ჩვენება; მცირე და საშუალო ბიზნესის პოპულარიზაცია და მათ შორის ბიზნესკავშირების დამყარების ხელშეწყობა; ინფორმაციის გავრცელება ბიზნესის დამხმარე კერძო და საჯარო სერვისებისა და ბიზნესპროდუქტების და საქართველოში არსებული ეკონომიკური განვითარების პროგრამების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ქალთა მეწარმეობისა და ბიზნესაქტივობის წახალისებაზე როგორც ქალაქში, ისე სოფლად.
«StartPrev12345678910NextEnd»
Page 3 of 18
Скачать бесплатно темы Joomla. Плагины Joomla на joomlaru.com _j18__