Mobile menu

ტრენინგი "ბიზნესის დაგეგმვა და დაწყება"

 2016 წლის 12 აპრილს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის "ქალთა ოთახში" ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ "ინტელექტის" შვილობილი კომპანია Darts Group-მა ჩაატარა 2 დღიანი ტრენინგი ქალთა ოთახის, აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის, აჭარის მეფუტკრეობის ასოციაციის, აჭარის კაფე-ბარ-რესტორნების ასოციაციის წამომადგენლების, მუნიციპალიტეტების საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტებისთვის, ასევე მუნიციპალიტეტების გამგებლების წარმომადგენლებისთვისა და მრჩეველებისთვის გენდერულ საკითხებში, თემაზე: „ბიზნესის დაგეგმვა და დაწყება“.
>> ტრენინგის მთავარი მიზანი იყო  მსმენელების ინფორმირება ბიზნესის დაგეგმვისა და დაწყების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით, რათა მათ სამომავლო პერსპექტივაში დამოუკიდებლად შეძლონ ბენეფიციარებისათვის ბიზნეს კონსულტაციების და ბიზნეს გეგმის შემუშავებაში დახმარების გაწევა.
ტრენინგის ორგანიზატორია საერთაშორისო ორგანიზაცია "მერსი ქორფსი"

Скачать бесплатно темы Joomla. Плагины Joomla на joomlaru.com _j18__