Mobile menu

 2016 წლის 12 აპრილს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის "ქალთა ოთახში" ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ "ინტელექტის" შვილობილი კომპანია Darts Group-მა ჩაატარა 2 დღიანი ტრენინგი ქალთა ოთახის, აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის, აჭარის მეფუტკრეობის ასოციაციის, აჭარის კაფე-ბარ-რესტორნების ასოციაციის წამომადგენლების, მუნიციპალიტეტების საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტებისთვის, ასევე მუნიციპალიტეტების გამგებლების წარმომადგენლებისთვისა და მრჩეველებისთვის გენდერულ საკითხებში, თემაზე: „ბიზნესის დაგეგმვა და დაწყება“.
>> ტრენინგის მთავარი მიზანი იყო  მსმენელების ინფორმირება ბიზნესის დაგეგმვისა და დაწყების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით, რათა მათ სამომავლო პერსპექტივაში დამოუკიდებლად შეძლონ ბენეფიციარებისათვის ბიზნეს კონსულტაციების და ბიზნეს გეგმის შემუშავებაში დახმარების გაწევა.
ტრენინგის ორგანიზატორია საერთაშორისო ორგანიზაცია "მერსი ქორფსი"

2014 წლის 22 ივლისს  აჭარის  .რ სავაჭრო-სამრეწველო  პალატაში  გაიმართა  შეხვედრა  ვილნიუსის  სავაჭრო-სამრეწველ პალატის დელეგაციასთან, რომლისშემადგენლობაში   შედიოდნენვილნიუსის  სავაჭრო-სამრეწველო პალატის  ალიტუსის ფილიალის გენერალური დირექტორი,  ბატონი  რომუალდასამბროჟიავიჩუსი და  ექვსი  ლიტვიურიკომპანიის წარმომადგენელი.

შეხვედრაზე  განხილულ  იქნა  ჭარის  რეგიონსა და ვილნიუსს შორის ერთობლივი პროექტებისა და ბიზნეს წინადადებების  განხორციელება. სტუმრებმა  ამომწურავი  ინფორმაცია  მიიღეს  საქართველოში  არსებული  ბიზნეს  და  ეკონომიკური  ტენდენციებისა  და  ბოლო   წლებში  არსებული  მიღწევების  შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონში წარმოდგენილი ბიზნეს გაერთიანებების, ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე და წევრები და პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლები.

Скачать бесплатно темы Joomla. Плагины Joomla на joomlaru.com _j18__