Mobile menu

5.1. ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი. მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილებით ასოციაციის საპატიო წევრებად შეიძლება მიღებულ იქნან ის პირები, რომლებმაც ასოციაციის მიზნებისათვის მნიშვნელოვანი სამსახური გასწიეს, მორალური და მატერიალური მხარდაჭერის გზით.
5.2. ასოციაციის წევრობის მსურველი, მმართველთა საბჭოს მიერ დადგენილი ფორმით, წერილობით მიმართავს ასოციაციას, რომელი თავჯდომარეც მიღების საკითხს წყვეტს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვისა.
5.3. ასოციაციის დამფუძნებლები და შემდგომ გაწევრიანებული პირები თანაბარი სტატუსით სარგებლობენ.
5.4. ასოციაციის წევრი ავტომატურად ხდება სსიპ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ წევრი.
5.5. ასოციაციის წევრის გარიცხვა და უფლებამოსილების შეწყვეტა:
5.5.1. ასოციაციის წევრს უფლებამოსილება (წევრობა) უწყდება:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი ქმედუუნაროდ ცნობისას;
გ) გარდაცვალებისას, უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გარდაცვლილად ან დაკარგულად გამოცხადებისას;
დ) ლიკვიდაციისას ან მის მიმართ გაკოტრების საქმის გახსნისას.
5.5.2. ასოციაციის წევრს საერთო კრებაზე და მმართველთა საბჭოზე კრებაზე ხმის მიცემის უფლება უწყდება.
ა) საწევრო შენატანის კონკრეტული დადგენილი მომენტისთივს გადაუხდელობის შემთხვევაში;
ბ) წევრის მიერ იმ პირობების დაუკმაყოფილებლობისას, რომელიც შეიძლება დადგენილი იქნეს საერთო კრების/ მმართველთა საბჭოს მიერ.
5.5.3. ასოციაციის წევრის გარიცხვის საფუძველია:
ა) მმართველთა საბჭოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე საწევრო შენატანის ზედიზედ ერთ წელზე მეტი ვადით არ გადახდის შემთხვევაში.
ბ) მმართველთა საბჭოს მიერ საწევროს გადახდის შესახებ ოფიციალური შეტყობინების გაგზავნიდან 6 თვის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში.
გ) ასოციაციის წევრის საქმიანობის ასოციაციის მიზნებთან წინააღმდეგობის შემთხვევაში;
დ) ასოციაციის წევრის მიერ წესდებით მასზე დაკისრებული მოვალეობების უხეშად დარღვევის შემთხვევაში.

Скачать бесплатно темы Joomla. Плагины Joomla на joomlaru.com _j18__