Mobile menu

მიზნები
3.1. ასოციაციის საქმიანობის მიზნებია:
ა) ასოციაციის წევრების ინტერესების წარმოჩენა და დაცვა, როგორც საზოგადოების ისე ხელისუფლების წრეებში, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;

ბ) ასოციაციის წევრების ბიზნეს საქმიანობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. სადაზღვეო კომპანიებთან და საბანკო სფეროსთან თანამშრომლობა, კონსულტაციების გაწევა და მისთვის ხელსაყრელი პაკეტისა და მომსახურების შერჩევა და შეთავაზება, ასევე საჭიროების შემთხვევაში იურიდიული მომსახურების გაწევა;

გ) ასოციაციის წევრთათვის სხვა მსგავსი ადგილობრივი და საერთაშორისო კავშირების დამყარება, განვითარება და მათი ხელშეწყობა. წარმოქმნილი პრობლემების საერთო განხილვა და ორგანიზაციის სახელით შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან მხარდაჭერის უზრუნველყოფა და სათანადო ღონისძიებების განხორციელება.


დ) ასოციაციის წევრთათვის საქართველოსა და საზღვარგარეთ მსგავს მოქმედ ბიზნეს საწარმოებთან ურთიერთობის დამყარება, გამოცდილებისა და რეკომენდაციების ურთიერთ გაცვლა, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების საწარმოებს შორის სავაჭრო-სამრეწველო და სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობა;


ე) საქართველოში და საზღვარგარეთ მოქმედ ქალ ბიზნესმენთა ასოციაციებთან ურთიერთობა მათთან კავშირების დამყარება, ბიზნეს პროექტების ჩამოყალიბებისა და დაგეგმვაში სათანადო რეკომენდაციების გაწევა, მსგავს წარმატებულ პროექტებზე დაყრდნობით.


ვ) აჭარაში ქალთა ბიზნესის გარემოს გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება და მათი შესაბამისი ორგანოებისათვის წარდგენა;


ზ) აჭარის, როგორც ქალთა ბიზნესის ხელსაყრელი რეგიონის წარმოჩენისათვის ადგილობრივ ბაზარზე არსებული, წარმოებული პროდუქტის რეკლამირება, მეზობელი ქვეყნების მედია საშუალებებით, სათანადო სოც-ქსელში დარეგისტრირება, გაპიარება, სათანადო ბიზნესპარტნიორების მოძიება, მათთან ურთიერთთანამშრომლობა. საზღვარგარეთ პროდუქციის რეკლამირებისათვის ბიზნეს გარემოს გაცნობასა და აზრთა ურთიერთ გაცვლის ხელშეწყობისთვის, ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენა-პრეზენტირება, სადღესასწაულო ღონისძიებების მოწყობა და ორგანიზება.


თ) დაინტერესებული ქალ ბიზნესმენთა აჭარაში ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად შესაბამისი საინფორმაციო, ორგანიზაციული და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა და ბიზნესისათვის საჭირო პირობების შექმნისთვის დახმარება.


ი) ქალთა ბიზნესის განვითარების ტენდენციების შესახებ ანალიტიკური ინფორმაციის მოგროვება, ადგილობრივი და საერთაშორისო მსგავსი ქალთა ბიზნეს საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების მოძიება, განხილვა და მიწოდება წევრებისთვის და სხვა დაინტერესებულ ქალ ბიზნესმენთათვის;


კ) წევრებისა და ქალ ბიზნესმენებისათვის, ტრენინგების და მარკეტინგული სერვისების მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კადრების მოძიება და გადამზადება;


ლ) წევრებისა და სხვა ქალი ბიზნესმენებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, იმ დროისათვის არსებული ბიზნეს გარემოს გაცნობა, გამოცდილ ქალ ბიზნესმენებთან აზრთა ურთიერთ გაცვლა და მეთოდური რჩევა დარიგება;


მ) ასოციაციის წევრთა საქმიანობის მხარდაჭერა და აჭარაში უცხოელ ქალ ბიზნესმენთა ინტერესების ლობირება სამთავრობო და საერთაშორისო დონეზე.

Скачать бесплатно темы Joomla. Плагины Joomla на joomlaru.com _j18__