Mobile menu

ასოციაციის წევრის უფლება-მოვალეობანი

6.1. ასოციაციის წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის საერთო კრების მუშაობაში.
ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს ასოციაციის მმართველ ორგანოებში;
გ) მიიღოს ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ასოციაციის საქმიანობის შესახებ;
დ) ისარგებლოს ასოციაციის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;
ე) ისარგებლოს ასოციაციის მიზნობრივი დახმარებით და მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებში;
ვ) ისარგებლოს შესაბამის სერვისებზე და პროგრამებზე ასოციაციის წევრებისთვის განკუთვნილი შეღავათებით და ფასდაკლებებით;
ზ) მმართველთა საბჭოს მიერ დადგენილი წესითა და პირობების დაცვით გამოიყენოს ასოციაციის ემბლემა.
თ) გავიდეს ასოციაციიდან, რის შესახებაც წინასწარ აცნობებს მმართველთა საბჭოს 3 თვით ადრე.
6.2. ასოციაციის წევრი მოვალეა:
ა) დაიცვას ასოციაციის წესდება და მმართველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
ბ) გაუფრთხილდეს ასოციაციის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას;
გ) შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს ასოციაციის საქმიანობაში;
დ) საქმიანობაში იხელმძღვანელოს ასოციაციის მიზნებით;
ე) გადაიხადოს საწევრო შენატანი წელიწადში 50 ლარიდან 400 ლარამდე:
ვ) დაიცვან ასოციაციის საქმიაონობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალური ნაწილი
6.3. ასოციაციის საპატიო წევრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საერთო კრების მუშაობაში ხმის მიცემის უფლების გარეშე, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. Aსოციაციის საპატიო წევრები საწევროს შესატანებს იხდიან ნებაყოფილობით.

Скачать бесплатно темы Joomla. Плагины Joomla на joomlaru.com _j18__