Mobile menu

1.1. `აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
1.2. სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
1.3. ასოციაციის სახელწოდება: `აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია~.
1.4. სამართლებრივი ფორმა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
1.5. ელექტრონული ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
1.6. იურიდიული მისამართი: საქართველო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ქალაქი ბათუმი, ა. მელაშვილის ქ. №26;
1.7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.

Скачать бесплатно темы Joomla. Плагины Joomla на joomlaru.com _j18__