Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე, მაყვალა კვირიკაძე და ასოციაციის წევრი, სკოლა ევრო 2000-ის დირექტორი, მარინა ცივაძე ურეხის ღამის თავშესაფარის ბენეფიციარებს ესტუმრნენ, შობა-ახალი წელი მიულოცეს და სურსათი და ტკბილეული გადასცეს.

25 ნოემბერს ქალაქ ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ ორგანიზებით ჩატარდა ვორქშოპი „როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი“. ვორქშოპი ეფუძნებოდა ალექს ოსტერვალდერისა და ივ პინიეს ბესთსელერში – „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ – განხილულ მეთოდოლოგიებს, რომელთა ცოდნა და გამოყენებაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ბიზნეს სამყაროში
სპიკერი: სოსო გალუმაშვილი - საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი და წიგნის „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ ქართული გამოცემის კონსულტანტი.
ვორქშოპში მონაწილეობას იღებდნენ აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრები. განხილული იყო თემები: რა იწვევს კომპანიების წარუმატებლობას, როგორ ავიცილოთ ეს თავიდან და რა განსაზღვრავს წარმატებას, სად ვეძებოთ ინოვაცია უკვე არსებულ თუ ახალ ბიზნესში, მსოფლიოს ლიდერი კომპანიების ბიზნესმოდელები და მათი ინოვაციები, რა არის ბიზნესმოდელის ტილო და როგორ გვეხმარება ის ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნაში
ბიზნესმოდელის ტილოს შევსების ნაბიჯები და ინსტრუქცია.

23 ნოემბერს საქართველო დიდ საეკლესიო და ეროვნულ დღესასწაულს - გიორგობას აღნიშნავს. ყველას გილოცავთ ამ წმინდანის დღეს, რომელიც ბოროტებაზე კეთილის გამარჯვების სიმბოლოა. მეოხ გეყოთ წმინდა გიორგი, გფარავდეთ მისი ძალა და მადლი, გმეგზურობდეთ ცხოვრების გზაზე. გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს, ბედნიერებასა და კეთილდღეობას.

>>„ქალთა მეწარმეობის ორგანიზება და მართვა მენტორული მხარდაჭერის გზით“<<

15 აპრილს ასოციაციამ „ერთმანეთისთვის“, საერთაშორისო პროექტის "ესტონურ-ქართული გამოცდილების გაერთიანება ბავშვთა უფლებების დაცვისა და ქალთა მცირე მეწარმეობის მხარდაჭერისთვის აჭარის რეგიონში”, ასსპა-ში ტრენინგ-სემინარი ჩაატარა. ღონისძიება აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ქალ-ბიზნესმენთა ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრაზე აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა ისაუბრეს რეგიონის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით ორგანიზებული პროექტების მნიშვნელობაზე და მათ ჩართულობაზე, ხოლო ტრენინგს „ქალთა მეწარმეობის ორგანიზება და მართვა მენტორული მხარდაჭერის გზით“ - ევროკავშირის წევრი ქვეყნების (ესტონეთი) მაგალითზე ესტონელი ექსპერტები ანნუ ვიკსი და ქალთა რესურსცენტრის “ENUT” დირექტორი რეტ ლაია, ასოცოციაცია ‘ერთმანეთისთვის“ დამფუძნებელ სოფიო ბაკურიძესთან ერთად უძღვებოდნენ.
აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების ევროპული გამოცდილების გაზიარება და ეფექტური მეთოდების და პრაქტიკული მაგალითების დანერგვა აჭარის რეგიონის მეწარმეების/ფერმერებისთვის. მსმენელები გაეცნენ იმ თანამედროვე მეთოდოლოგიას და მიდგომებს, რომლებიც დაეხმარება დაინტერესებულ პირებს ბიზნესის წამოწყების და განვითარების პროცესში არსებული პრობლემების და გამოწვევების გამკლავებაში. შეხვედრები აჭარის მაღალმთიანეთში გაგრძელდება.

საერთაშორისო პროექტი "ესტონურ-ქართული გამოცდილების გაერთიანება ბავშვთა უფლებების დაცვისა და ქალთა მცირე მეწარმეობის მხარდაჭერისთვის აჭარის რეგიონში” ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერით „ქალთა საინფორმაციო რესურს ცენტრი“ (ესტონეთი), და ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ (საქართველო, აჭარა) მიერ ხორციელდება.
http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=11967

ქალთა სოლიდარობის პლატფორმა ასოციაცია "სულიერი ხიდი", რომელიც ბათუმში მცხოვრები თურქი ქალბატონების მიერ შეიქმნა აქტივობას საქველმოქმედო ღონიესძიებებით აგრძელებს. 
12 აპრილს ასოციაციის წევრები ბათუმის ქალთა ოთახს სტუმრობნენ და აჭარის ქალ-ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარეს ქალბატონ მაყვალა კვირიკაძეს შეხვდნენ, რათა დაიგეგემოს ერთობლივი ღონისძიებები და საფუძველი ჩაეყაროს ორმხრივ ურთიერთობებს. შეხვედრას ასევე ხელმძღვანელობდა აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძე.

«StartPrev12345678910NextEnd»
Page 1 of 18
Скачать бесплатно темы Joomla. Плагины Joomla на joomlaru.com _j18__